15 ოქტომბერს დილის გადაცემის სტუმარი იყო ლენა კილაძე, აღმასრულებელი დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციისა "საქართველოს ამერიკელი მეგობრები". მან ილაპარაკა საქველმოქმედო ღონისძიებაზე, რომლის მიზანია პალიატიური მზრუნველობის პროგრამის ხელშეწყობა. ლენა კილაძემ ყურადღება გაამახვილა სოციალურ პასუხისმგებლობაზე. "საქართველოს ამერიკელი მეგობრები" ოცი წელია ეწევა ქველმოქმედების პოპულარიზაციას საქართველოში.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.