Accessibility links

7 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ხითარიშვილი, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" პროექტის ოფიცერი. მან ილაპარაკა წინასაარჩევნო გარემოზე და არჩევნებამდე 4 თვით ადრე საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მეტად გაბუდოვანებულ პერსპექტივაზე. ე.წ. "გერმანული მოდელის" შესახებ კანონპროექტი მისმა ინიციატორმა რესპუბლიკელების ფრაქციამ დღის წესრიგიდან მოხსნა. ისე მოხდა, რომ წინასწარი პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, კანონპროექტს არ აქვს საკმარისი ფაქტობრივი პოლიტიკური მხარდაჭერა. გარდა ამისა, ნინო ხითარიშვილმა ილაპარაკა წინასაარჩევნო პერიოდის რეგულაციებსა და ამომრჩევლის აქტიურობის მნიშვნელობაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG