Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტატო ქელბაქიანი პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა მონაცემების დაცვაზე

11 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ტატო ქელბაქიანი, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“. მან ილაპარაკა პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ამ პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე. როგორც ირკვევა, დღესდღეობით პენიტენციურ სისტემაში ბავშვის შესახებ არსებულ მონაცემებზე ხელი მიუწვდებათ იმ პირებს და ორგანოებს, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია. ამ თემაზე მომუშავე პროფესიონალების თქმით, ამგვარი დამოკიდებულება საფრთხის შემცველია ბავშვების მომავლისთვის და საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

This item is part of
XS
SM
MD
LG