Accessibility links

დათო სიხარულიძე: "ჩვენ არ გვაქვს უსაფრთხოების მწყობრი პოლიტიკა"


2 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დათო სიხარულიძე, "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებულ პროცესზე და ამ ამბის ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტზე. დათო სიხარულიძემ საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ის მომხდარს არ განიხილავს იზოლირებულად და კონტექსტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს დღეს არ აქვს უსაფრთხოების მწყობრი პოლიტიკა და სტრატეგია, რომელსაც ის ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელებდა. დათო სიხარულიძე ილუზიებისგან გათავისუფლების საჭიროებას ხედავს რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაში: "გარკვეულ მითოლოგიაზე უარი უნდა ვთქვათ - რომ იმედი გვაქვს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ეფექტიანია. სინამდვილეში, არანაირი ეფექტი არ არის და ვფიქრობ, ყველაფერს თუ შევკრებთ, რუსეთთან დიალოგის მიმდინარეობის ილუზიამ მეტი ზარალი მოუტანა საქართველოს, ვიდრე კარგი". "დილის საუბრების" სტუმარი აღნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თვალსაზრისით, თუმცა, თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობა იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი რაც შეიძლება მეტი გადაწყვეტილების მიმღების დღის წესრიგში იყოს.

დათო სიხარულიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:24:05 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG