Accessibility links

21 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დავით ოთიაშვილი, ექიმი ნარკოლოგი, დამოკიდებულების კვლევის ცენტრ "ალტერნატივა ჯორჯიას" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ნარკოვითარებაზე საქართველოში და წარმოადგინა გამოკვლევა, რომელიც 2015 წლის მონაცემებს ეფუძნება, ტარდება ყოველწლიურად საერთაშორისო სტანდარტებით (ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის - EMCDDA) და არის ნაწილი უფრო დიდი - ევროპული სურათისა. რესპონდენტის თქმით, საქართველოს საშუალო-ევროპული ვითარებისგან მკვეთრად განასხვავებს ნარკოტიკული საშუალებების პრობლემური, ინექციური მოხმარების მაღალი მაჩვენებელი (თითქმის 2%-იანი პრევალენტობით), რომლითაც მესამე ადგილზეა მსოფლიოში (რუსეთისა და სეიშელის კუნძულების შემდეგ). ექიმმა-ნარკოლოგმა პრობლემათა შორის გამოყო აგრეთვე ის, რომ მკურნალობის საჭიროების მქონე მხოლოდ 10%-ია მოცული შესაბამისი სერვისით, რასაც პირდაპირ უკავშირებს არსებულ ნარკოპოლიტიკას. დავით ოთიაშვილმა ისაუბრა აგრეთვე ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილ ადიქტოლოგიის განვითარების პროექტზე, რომელიც სამწლიანი იყო და ამ თვეში სრულდება. ამ პროექტის მიზანი იყო ადიქტოლოგიის (დამოკიდებულების) სფეროში საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა. შეიქმნა ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, შეიქმნა ადიქტოლოგიის კურსები საბაკალავრო პროგრამებისთვის და აგრეთვე - ადიქტოლოგიაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებისთვის. დავით ოთიაშვილი თვლის, რომ ამ პროექტით შეიქმნა აგრეთვე საფუძველი იმ სერვისების სისტემის გაუმჯობესებისთვის, რომლის არქონასაც იმიზეზებს სახელმწიფო, როცა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გამოწვევებზე ლაპარაკობს. დავით ოთიაშვილმა ილაპარაკა აგრეთვე სახელმწიფოს მხრიდან ნარკოტიკებთან დაკავშირებული სტატისტიკითა და მონაცემებით მანიპულაციაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG