Accessibility links

23 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დავით ოთიაშვილი, ექიმი-ნარკოლოგი, დამოკიდებულების კვლევის ცენტრ "ალტერნატივა ჯორჯიას" ხელმძღვანელი, "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის არსსა და მიზანზე. დავით ოთიაშვილის განმარტებით, სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის ნაცვლად დახმარების და ზრუნვის პროგრამების განვითარება გაცილებით ეფექტიანია ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებისთვის. დავით ოთიაშვილმა ილაპარაკა ნარკომომხმარებელთა მიმართ ისეთი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომს გახდიდა ჯანდაცვის სერვისებს. ექიმი-ნარკოლოგის თქმით, დღეს პრობლემური ნარკომომხმარებლების მხოლოდ 10-11%-ისთვის არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისები. აღსანიშნავია, რომ თავად ეს სერვისებია გასავითარებელი და გასაფართოებელი. კერძოდ, პრობლემად რჩება ნარკომომხმარებელთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისის განვითარება. 23 მაისს ამ საკითხებს მიეძღვნა მრგვალი მაგიდა - "ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა", რომელშიც დარგის სპეციალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG