Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ხაჩიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელის შემშლელ ფაქტორებზე


6 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დიმიტრი ხაჩიძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე. საუბრის დასაწყისში დიმიტრი ხაჩიძე შეეხო სტრასბურგის სასამართლოში "რუსთავი-2"-ის სარჩელის პერსპექტივას და გამოთქვა იმედი, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო შეინარჩუნებს დროებით ღონისძიებას, ვიდრე საქმის არსებით მხარეს არ განიხილავს. რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს, "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობდნენ პრაქტიკოსი იურისტები: ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები, ყოფილი მოსამართლეები და მოსამართლეთა რამდენიმე თანაშემწე. კითხვარის ელექტრონული ბმული გაუგზავნეს რამდენიმე ათას იურისტს, რომელთაგან გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 212-მა. მათგან ყველაზე მეტი ადვოკატია, მეორე ადგილზე პროკურორები არიან, რომელთაც რაოდენობრივად მოსდევენ ყოფილი მოსამართლეები, მოქმედი მოსამართლეები და მათი თანაშემწეები. მონაწილეების თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 10 და 5 წლის მდგომარეობასთან შედარებით. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელისშემშლელი ფაქტორების გაანალიზებისას განსაკუთრებული კრიტიკულობით (პროცენტულად) გამოირჩევიან ყოფილი მოსამართლეები.

XS
SM
MD
LG