Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: დიმიტრის ქრისტოპულოსი


5 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დიმიტრის ქრისტოპულოსი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) პრეზიდენტი. მან ილაპარაკა 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულთა უფლებების პრიორიტეტულობასა და დაცვის აუცილებლობაზე მიმდინარე საერთაშორისო პროცესების ფონზე. დიმიტრის ქრისტოპულოსი აცხადებს, რომ ომის დასრულებიდან მეათე წელიწადს დევნილებისა და ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უპირატესი: სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებები დაუცველია. FIDH-მა და "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" მოამზადეს ანგარიში - "ცხოვრება ზღვარზე: დაზარალებულები დამნაშავეთა პასუხისმგებლობის ძიებაში", რომლის პრეზენტაციაც დაგეგმილია 5 თებერვალს, თბილისში ორგანიზებულ კონფერენციაზე. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. დიმიტრის ქრისტოპულოსმა აღნიშნა, რომ არსებული გარემოებებისა და მიმდინარე საერთაშორისო პროცესების (მათ შორის - ჰააგის სასამართლოს მიერ წარმოებული გამოძიების) ფონზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი და საერთაშორისო მოთამაშეებისთვის ომით დაზარალებულების უფლებების და მყისიერი საჭიროებების, მათ მიმართ პასუხისმგებლობის შეხსენება. ერთობლივ ანგარიშში შესულია ომით დაზარალებულების ისტორიები და მათი დღევანდელი უმწვავესი პრობლემები. FIDH-ი და "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოუწოდებს ICC-ს "პრიორიტეტი მიანიჭოს საქართველოში არსებულ მდგომარეობას პროკურატურის საქმეთა შერჩევის სტრატეგიის შესაბამისად, რათა სასამართლოში წარსადგენ პოტენციურ საქმეებზე საკმარისი რაოდენობის მტკიცებულებები მოგროვდეს". დოკუმენტში ნახავთ რეკომენდაციებს ICC-ს ცალკეული უწყებისა და ადგილობრივი ოფისისთვის, აგრეთვე - საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის ასეთიც: "სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ მსხვერპლებს სრულად მიეცეთ კომპენსაცია დაკარგული მიწებისა და განადგურებული საკუთრების სანაცვლოდ. ასევე, კომპენსაცია უნდა მიეცეთ იმ ადამიანებსაც, ვინც ცხოვრობს ოკუპაციის ხაზის ახლოს და დაკარგეს ნაკვეთები გამყოფი ხაზის გავლების შედეგად". FIDH-ი და "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებასაც და თვლის, რომ ""მცოცავ საზღვართან“ დაკავშირებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი პრობლემის მოგვარების მიზნით. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე უფრო და უფრო ღრმად შეჭრას. ამდენად, უფრო მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო ამის შესაჩერებლად, სიტყვიერი დაგმობის გარდა".

დიმიტრის ქრისტოპულოსი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:59:35 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG