Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ლალიაშვილი და შალვა ოგბაიძე "დილის საუბრებში"


ეკატერინე ლალიაშვილი და შალვა ოგბაიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:43:58 0:00

30 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ეკატერინე ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე და შალვა ოგბაიძე, თბილისის საკრებულოს წევრი და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი. მათ ილაპარაკეს "საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში" შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც 1 ივლისიდან ამოქმედდება. ამ ცვლილებებში ყველაზე დიდი ადგილი უკავია ე.წ. ასქულიან სისტემას, როცა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობას მიენიჭება ასი ქულა. 2017 წლის 1 ივლისს მინიჭებული ქულები ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე. მომავალში კი მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს. ქულების ნულამდე შემცირების შემთხვევაში პირს ერთი წლით შეუჩერდება მართვის უფლება. უფლების ვადამდე აღდგენისთვის პირმა მართვის უფლების მისაღები გამოცდა უნდა ჩააბაროს. ამ გამოცდის ჩაბარება ერთ კალენდარულ წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ფულადი ჯარიმის გარდა შესაბამის ქვითარზე მითითებული იქნება სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ქულა და დარჩენილი ქულების რაოდენობა. შსს-ს ინფორმაციით, ფოტოზე ან ვიდეოჩანაწერზე ასახულ ჯარიმებზე ქულების კლება არ ვრცელდება. 1 ივლისიდან ამოქმედდება უკონტაქტო პატრულირებაც. ასეთი რამ კონკრეტულ საგზაო მონაკვეთებზე იმოქმედებს. გზის განსაზღვრული მონაკვეთების შესასვლელსა და გასასვლელში იქნება შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები. ეკატერინე ლალიაშვილი და შალვა ოგბაიძემ "დილის საუბრებში" ილაპარაკეს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესზე, აგრეთვე მოლოდინებზე, რაც მათი ძალაში შესვლის შემდეგ აქვთ. საუბარი შეეხო საგზაო უსაფრთხოების სისტემური უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ისეთი საკითხების ეფექტიანი რეგულაციის საჭიროებას, როგორიც, მაგალითად, მცირეწლოვანთან მგზავრობის უსაფრთხოება და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირებაა.

XS
SM
MD
LG