Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე გრიგოლია მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმაზე


ელენე გრიგოლია მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:41:17 0:00

29 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ელენე გრიგოლია, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის საპილოტე პროექტის მენეჯერი. მან ილაპარაკა რეფორმის მიმდინარეობასა და მეორე ეტაპზე, რომელიც 12 დასახლებაში საპილოტე პროექტის განხორციელებას გულისხმობს. 2016 წლის 1 აგვისტოდან მიმდინარეობს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა, რომლის მიზანიც არის მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული მიწის საკუთრების ფაქტების დაზუსტება-რეგისტრაციის ხელშეწყობა, რაც გამოაჩენს საქართველოს მიწის ბაზარზე არსებულ რეალურ სურათს. რეფორმის პროცესში სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს გამარტივებულ პროცედურებსა და უფასო სერვისებს მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის. ელენე გრიგოლიამ კიდევ ერთხელ განმარტა მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმით გათვალისწინებული პროცედურები და ილაპარაკა როგორც ამ დროისთვის მიღწეულ შედეგზე (170 ათასზე მეტი განაცხადი დაკმაყოფილდა, მიმდინარეობს წარმოება 70 ათას განაცხადზე), აგრეთვე შედარებით ტიპურ პრობლემებზეც, რაც ამ პროცესში გამოვლინდა. დღემდე მოქალაქეები თავად მიმართავენ საჯარო რეესტრს და შემდეგ უწყება უფასოდ ეძებს საჭირო დოკუმენტებსა და ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეს სთავაზობს შესაბამის სერვისებს. რაც შეეხება საპილოტე პროექტს, ის ითვალისწინებს სისტემურ რეგისტრაციას, რისთვისაც სახელმწიფო წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში სრულად დაარეგისტრირებს კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. საპილოტე პროექტისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა 12 დასახლება: მანგლისი, ჯიმითი, არბოშიკი, არხილოსკალო, სალხინო, კარალეთი, ზარიძეები, ვედიდკატი, ლახამულა, საგურამო, მზისგული და შუახევი. პროექტის განხორციელება დაიწყება დაბა მანგლისიდან. საპილოტე პროექტის მიმდინარეობა არ ზღუდავს ე.წ. სპორადული რეგისტრაციის პროცესს. ჩამოთვლილ დასახლებებშიც ცალკეულ მოქალაქეს კვლავაც შეეძლება ინდივიდუალურად მიმართოს რეესტრს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის.

XS
SM
MD
LG