Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ბახტურიძე


გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი
გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი

28 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საკომუნიკაციო კამპანიაზე - "გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან", რომელიც ოთხშაბათიდან იწყება. კამპანია უკავშირდება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებების იმ ნაწილს, რომლებიც 2018 წლის 1-ლი მაისიდან შედის ძალაში. ღონისძიების დაწყებისთვის თბილისში იმყოფება თამბაქოს კონტროლის სამდივნოს დელეგაცია, რომლის წევრებსაც 27 თებერვალს შეხვდა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი. თბილისში იმყოფება აგრეთვე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, რომელმაც გამოიკვლია - რა ზარალს აყენებს თამბაქოს მოხმარება საქართველოს ეკონომიკას. ნაშრომის პრეზენტაცია სამშაბათს შედგა თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელზეც აგრეთვე დაამტკიცეს „თამბაქოს კონტროლის ჩარჩოკონვენცია 2030“ დაამტკიცეს. გიორგი ბახტურიძემ ილაპარაკა იმ ცვლილებებზე, რომლებიც 1 მაისიდან შევა ძალაში და უმთავრესი მათ შორის არის საქართველოს ტერიტორიაზე ყველა დახურული ტიპის შენობაში თამბაქოს მოწევის აკრძალვა, რომ ასეულ ათასობით ადამიანი დაცული იყოს მეორადი კვამლის ზიანისგან. კანონის ცვლილებების აღსრულება ევალება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის თანამშრომელთა მომზადებასაც გიორგი ბახტურიძე საშურ ამოცანად თვლის და მზად არის პოლიციელთა გადამზადებაში დახმარების გაწევისთვის. ალიანსი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები მზად არიან 1 მაისიდან შეუდგნენ კანონის აღსრულების მონიტორინგსაც. რაც შეეხება აკრძალვის არსს, ის იკრძალება ყველა დახურულ სივრცეში, საცხოვრებელი სახლების გარდა. სამედიცინო, სასწავლო და არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში არა მხოლოდ შენობებში, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზეც აიკრძალება მოწევა. ეს აკრძალვა ეხება ბავშვთა გასართობ ღია ცენტრებს და სათამაშო მოედნებსაც. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან გამონაკლისია დაშვებული კაზინოებისა და სიგარბარებისთვის. გიორგი ბახტურიძე თვლის, რომ საჭიროა მეტი რეგულაცია ამ სივრცეებშიც და არა მხოლოდ: "დილის საუბრების" სტუმარი ამბობს, რომ მოწევა აიკრძალოს ტაქსებშიც (როგორც მგზავრის, ისე მგზავრის მიერ). თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი ლაპარაკობს კანონის ადმინისტრირების გამარტივებასა და გამკაცრებაზეც.

გიორგი ბახტურიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:21:17 0:00
გადმოწერა
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG