Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ლომთაძე


13 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ლომთაძე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ევროკომისიის ანგარიშზე საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ. გიორგი ლომთაძემ განმარტა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება მოიცავს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროს და ის ქმნის მნიშვნელოვან ფორმატს საქართველოში იმგვარი რეფორმების ხელშეწყობისთვის, რომლებიც ქვეყანას დააახლოებს ევროკავშირთან. თუმცა, ასოცირების შეთანხმება არ გულისხმობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ასოცირების შეთანხმებით აღებული ყველა ვალდებულების შესრულებაც კი არ განაპირობებს საქართველოს შესვლას ევროკავშირში. ეს პოლიტიკური საკითხია და სხვაგვარად წყდება. გიორგი ლომთაძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაც არ უნდა იყოს თვითმიზანი, არამედ მთავარი ქვეყნის განვითარებაა. ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველო ევროკავშირისგან იღებს ფინანსურ დახმარებას სხვადასხვა სფეროს ინსტიტუციური განვითარებისთვის. ევროკომისიის ბოლო ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ დროის კონკრეტულ მონაკვეთში გადადგმული ნაბიჯები და მითითებულია გამოწვევებიც, რომლებიც საქართველომ უნდა გადალახოს, იქნება ეს - შრომის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა თუ გარემოს დაცვის საკითხებში.

გიორგი ლომთაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:59:21 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG