Accessibility links

site logo site logo

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი მუმლაძე


16 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი მუმლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა საქართველოს პარლამენტის მიერ 14 მაისს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება.

გიორგი მუმლაძემ სამართლებრივად გააანალიზა ცვლილებების არსი. ის თვლის, რომ მათი ამოქმედება არ მოემსახურება ხელისუფლების მიერ დასახელებულ მიზნებს - საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას, რაც თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვის ხარისხზე აისახება. გიორგი მუმლაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ, მისი ვარაუდით, ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას განგებ არ გაუგზავნა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი კენჭისყრამდე, რადგან დარწმუნებული იყო, რომ კომისიის რეკომენდაცია უარყოფითი იქნებოდა. ამაში "დილის საუბრების" სტუმარს არწმუნებს ვენეციის კომისიის პოზიცია, რომელიც მან პოლონეთში მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების პასუხად გამოხატა.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG