Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ონიანი


14 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ონიანი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. მან ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშზე - "ვინ აფინანსებს პარტიებს საქართველოში". 2017 წლის 1 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს თითქმის 15,5 მილიონი ლარი. ამ თანხის უდიდესი ნაწილი - 91% მიიღო "ქართულმა ოცნებამ". "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში გამოიკვეთა არაერთი საყურადღებო შემთხვევა. დოკუმენტში წაიკითხავთ, რომ "ბიძინა ივანიშვილთან ამა თუ იმ ფორმით ღიად დაკავშირებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა „ქართულ ოცნებას“ 2017 წელს 565 000 ლარი შესწირეს, 2016-17 წლებში კი ამ თანხამ ერთ მილიონ ლარს გადააჭარბა". "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საჯარო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოარჩია ფიზიკური პირები, რომლებმაც პარტიას შეწირეს თავიანთი ოჯახური შემოსავლის ნახევარზე მეტი, ანდა იურიდიული პირები, რომლებმაც დიდი თანხები შეწირეს პარტიას და ამ აქტიდან მოკლე ხანში მოიგეს მსხვილი ტენდერი. არასამთავრობო ორგანიზაცია ხედავს გარკვეულ კავშირებს და სვამს კითხვებს, რომლებზე დაზუსტებულ პასუხებსაც სახელმწიფო აუდიტისგან ელოდება. სწორედ სახელმწიფო აუდიტს აქვს ვალდებულება და ბერკეტები გამოიკვლიოს პარტიისთვის გაღებული შემოწირულების კანონიერება - რომ თანხა ნამდვილად შემწირველს ეკუთვნოდა და რომ შემწირველს არ ჰქონდეს კორუფციული ურთიერთობა სახელმწიფოსთან.

გიორგი ონიანი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:21:39 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG