Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუბარი გოგიტა ღვედაშვილთან


საუბარი გოგიტა ღვედაშვილთან
please wait

No media source currently available

0:00 0:42:05 0:00

25 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გოგიტა ღვედაშვილი, "საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის" (GSCD) მკვლევარი. მან ილაპარაკა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლაზე ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში. სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 3 ათასი 90 დღის ვადაში არ დაბრუნებულა საქართველოში. რას აჩვენებს ეს სტატისტიკა და რა გამოწვევები რჩება უვიზო მიმოსვლის პროცესში? გოგიტა ღვედაშვილი თვლის, რომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ინტენსიური მუშაობა მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რომ არ მოხდეს არასწორი მოლოდინების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ მკვეთრად არ გაიზარდოს: შენგენის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირების რაოდენობა, შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის შემთხვევები და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა. გოგიტა ღვედაშვილი განმარტავს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმსაც და თვლის, რომ თითოეული დამრღვევი რისკის ქვეშ აყენებს ამ შესაძლებლობას. უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეს არ აქვს ლეგალურად დასაქმების უფლება. რეალობა ის არის (და გამოკვლევებიც ადასტურებს), რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უვიზო მიმოსვლას სწორედ დასაქმების შესაძლებლობად განიხილავს. მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული გამოკვლევის ("უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზი", 2017 წლის აპრილი) თანახმად, მოქალაქეთა 31%-სთვის უვიზო მიმოსვლის სარგებელი ასოცირდება ევროკავშირში დასაქმების შესაძლებლობასთან. ასეთ დამოკიდებულებას გრძელვადიან პერსპექტივაში შეცვლიდა საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოკლე ვადაში კი შესაძლოა გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა მოსახლეობის მეტად ინფორმირებას უვიზო მიმოსვლის პირობებსა და მათი დარღვევის რისკებზე.

XS
SM
MD
LG