Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: კოკა ლაბარტყავა და ინა ინარიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: კოკა ლაბარტყავა და ინა ინარიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:41:54 0:00

26 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: კოკა ლაბარტყავა, "ნარკომომხმარებელთა საქართველოს ქსელის" წარმომადგენელი და ინა ინარიძე, "მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის" წარმომადგენელი. ისინი გამოეხმაურნენ ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონოდ ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს და ილაპარაკეს საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საჭიროებაზე. კოკა ლაბარტყავამ აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე დაინტერესებულ საზოგადოებაში სრული კონსნესუსია, თუმცა, მასაც და ინა ინარიძესაც გადაცემის მსვლელობისას მოუხდა არაერთხელ განემარტა განსხვავება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნასა და ნარკოტიკების გავრცელების ლიბერალიზაციას შორის. "დილის საუბრების" სტუმრები ამბობენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის ფონზე ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. ისინი საგანგაშოდ თვლიან იმ დარღვევებსაც, რაც უკავშირდება ნარკომომხმარებელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეების წარმოების პრაქტიკას. ინა ინარიძემ აღნიშნა, რომ ნარკომანიასთან ბრძოლა გულისხმობს მრავალმხრიობას და ყველას ჩართვას მასში, არა მხოლოდ სამართალდამცავი უწყებებისა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია არ გულისხმობს ნარკოტიკების გასაღების მიმართ ლიბერალიზაციას. სტუმრებმა ილაპარაკეს აგრეთვე იმ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რომელზე მსჯელობაც დღეს მიმდინარეობს პარლამენტში.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG