Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში; კოტე ჩოკორაია


კოტე ჩოკორაია კონსტიტუციური მონარქიის იდეის წამოწევაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:41:56 0:00

20 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კოტე ჩოკორაია, კონსტიტუციონალისტი, "ინსტიტუციური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა კონსტიტუციური მონარქიის იდეის წამოწევის მიზეზებზე. კოტე ჩოკორაია თვლის, რომ ხელისუფლების მიერ პატრიარქი იდეის სამსჯელოდ ატაცებას ერთი მიზანი აქვს - მართლაც მნიშვნელოვანი საკითხებისა და პრობლემების გადაფარვა. რაც შეეხება პლებისციტის გზით კონსენსუსის ძიების იდეას, კოტე ჩოკორაია ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ფართო კონსენსუსი საჭიროა არა მხოლოდ კონსტიტუციური მონარქიის საკითხზე, არამედ იმ კონსტიტუციურ მოდელზე, რომელსაც ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების სახით სთავაზობს დღეს საზოგადოებას. "დილის საუბრების" სტუმარი კონსტიტუციური მონარქიის იდეის ატაცებას სრულიად რაციონალური პოლიტიკური მიზანი აქვს - საზოგადოების მხარდაჭერის უზრუნველყოფა სენსიტიური თემების გააქტიურებით. ვინაიდან კონსტიტუციური მონარქიის იდეა პატრიარქისგან მოდის (და, არა - პირველად), ეს ქმნის იმის წინაპირობას, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ის მისაღები აღმოჩნდეს. კოტე ჩოკორაიას შეფასებით, პრობლემები მოდის არა იქიდან - მმართველობის რომელი სისტემაა ქვეყანაში, არამედ "პრობლემები არის იმის გამო, რომ არ არსებობს დახვეწილი პოლიტიკური სისტემა, არ არსებობს ძლიერი პოლიტიკური პარტიები, არ არის პოლიტიკური კულტურა, არ არის დამოუკიდებლად, თავისუფლად ცხოვრების გამოცდილება".

კოტე ჩოკორაია "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:34 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG