Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლელა ხოფერია


7 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა ხოფერია, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG)კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებზე, რაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს. პროგრამა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ლელა ხოფერიამ განმარტა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის რაობა და აღნიშნა, რომ ეს არის კომპანიის მიერ კეთილი ნებით ნაკისრი კანონსმიღმა პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გათვალისწინებას. ამის ძლიერ იმპულსს წარმოადგენს ხოლმე საზოგადოების მოთხოვნა, რაც ჯერჯერობით საქართველოში სუსტად არის გამოხატული, ან უგულებელყოფილია. საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარების ეფექტიანი იმპულსი შეიძლება იყოს მათი ლტოლვა დასავლეთის ბაზრებისკენ (მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში), სადაც კომპანიის საქმიანობის ეკონომიკური მაჩვენებლების გარდა მნიშვნელოვანია მის მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობები და მათი ინტეგრირება კორპორაციის განვითარების სტრატეგიაში.

ლელა ხოფერია "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:24:03 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG