Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან ნატროშვილი და არჩილ კაიკაციშვილი


15 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ არჩილ კაიკაციშვილი, "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი და ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მიწვეული ლექტორი. მათ ილაპარაკეს თსუ-ს სტუდენტების პროტესტზე, უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებსა და კანცლერის არჩევნების პროცესის სამართლებრივ მხარეზე. არჩილ კაიკაციშვილი თვლის, რომ კონკრეტულ ეტაპზე კანცლერის არჩევნების პროცესი არალეგიტიმური გახდა. ლევან ნატროშვილმა ილაპარაკა ე.წ. "ო-დე-ერ"-ების - "თადარიგის მოქმედი ოფიცრის" საბჭოური ინსტიტუტის დღემდე მოტანის და ასეთის თსუ-ში ყოფნის საფუძვლებზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG