Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაგდა კალანდაძე "ქალთა სოლიდარობის მარშზე"


მაგდა კალანდაძე "ქალთა სოლიდარობის მარშზე"
please wait

No media source currently available

0:00 0:42:14 0:00

20 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაგდა კალანდაძე, ფემინისტი-აქტივისტი, "ქალთა სოლიდარობის მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორი. მან თქვა, რომ აქციის მოკლე ვადაში მომზადება და ჩატარება განპირობებული იყო კონკრეტული ძალადობრივი მოწოდებებით, რომლებიც "ქართველთა მარშზე" თათია დოლიძის გამოხმაურებას მოჰყვა. მაგდა კალანდაძემ ილაპარაკა ქალთა პრობლემებზე, რომლებიც სიმწვავეს არ კარგავს. ის და მისი თანამოაზრეები თვლიან, რომ ამ ფონზე კონკრეტული პირის მიმართ საჯაროდ, უხამსად მუქარის გამოხატვის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა. მარშის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნაც არის მუქარის ავტორთა დასჯა. მაგდა კალანდაძე "დილის საუბრებში" გამოეხმაურა ფემინიზმის მიმართ სკეპტიკურად ან ნეგატიურად განწყობილ მსმენელთა კრიტიკულ პოზიციებსაც. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ ქალთა შორის და ქალების მიმართ სოლიდარობის გაღვივებისთვის მნიშვნელოვანია იმ პრობლემების სწორად დანახვა, რაც ქალთა დისკრიმინაციულ აღქმას და ჩაგვრას უკავშირდება. "მიუხედავად ქილიკისა და უარყოფითი რეაქციისა, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას ქალთა ჩაგვრაზე. ჩვენ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ!", - ამბობს მაგდა კალანდაძე.

XS
SM
MD
LG