Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია ყუფარაძე


26 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაია ყუფარაძე, UNICEF-ის საქართველოს ოფისის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა სკოლამდელი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე. ის გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ პარლამენტის 21 დეკემბრის სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საბავშვო ბაღებზე გაზრდილი მოთხოვნა (ბავშვების რაოდენობის ზრდა ბაღებში) ზრდის ზეწოლას მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებზე და ვითარებიდან გამოსავალი შესაძლოა იყოს "ძალიან შეძლებული ოჯახებისთვის" სკოლამდე განათლებაზე საფასურის დაწესება. პრემიერმინისტრმა არ გამორიცხა, რომ ამას საკანონმდებლო ცვლილებაც შეიძლება დასჭირდეს. მან აგრეთვე საკითხზე მსჯელობაში ჩართვისკენ მოუწოდა საზოგადოებას. მაია ყუფარაძე კი თვლის, რომ ამგვარი მიდგომა გამოიწვევს უთანასწორობის დაშვებას სკოლამდელი აღზრდის მისაწვდომობის კუთხით, რაც გაუმართლებელია და მთავრობამ უნდა იზრუნოს განათლების სფეროში ინვესტიციის გაზრდაზე იმისთვის, რომ უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული სტანდარტის შესრულება. მაია ყუფარაძემ განმარტა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები ბავშვების უფლებების დაცვის სფეროში და აგრეთვე სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებისთვის. 25 დეკემბერს UNICEF-ის საქართველოს ოფისი განცხადებით გამოეხმაურა პრემიერმინისტრის "ნედლ" იდეას: "იუნისეფი შიშობს, რომ გადასახადების შემოღება კიდევ უფრო გააღრმავებს უთასწორობას ქალაქად და შეძლებულ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებსა და სოფლად და ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს შორის. იუნისეფი მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში განათლებას „გამათანაბრებელი“ პოტენციალიც აქვს და გადასახადების შემოღებამ შესაძლოა, საწინააღმდეგო დინამიკა შექმნას. ფასის დაწესებით, საჯარო ბაღებზე გავლენას მოახდენს საბაზრო ძალები, რომელიც უპირატესობას ანიჭებს საზოგადოების მდიდარ ფენას და გამორიცხავს უფრო ღარიბებს", - აცხადებს UNICEF-ი და გამოთქვამს მზადყოფნას კვლავაც გააგრძელოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის განხორციელების მიზნით.

მაია ყუფარაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:24:01 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG