Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მალხაზ ადეიშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: მალხაზ ადეიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:42:50 0:00

5 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მალხაზ ადეიშვილი, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის კოორდინატორი საქართველოში. მან ილაპარაკა "მწვანე" ეკონომიკის მნიშვნელობაზე ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი განვითარებისთვის. მალხაზ ადეიშვილმა განმარტა, რომ რესურსეფექტური და სუფთა წარმოება გულისხმობს თავად წარმოების პროცესის ორგანიზებას იმგვარად, რომ მოხდეს რესურსების მოხმარების ოპტიმიზაცია და გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება. სტუმრის თქმით, ე.წ. "მწვანე" ეკონომიკა გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანია მწარმოებლისთვისაც და ქვეყნისთვისაც. სადემონსტრაციო პროექტის მიმდინარეობისას ექსპერტებმა 18 საწარმოში შეისწავლეს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობა და გაუწიეს მათ კონსულტაცია. მალხაზ ადეიშვილმა აღნიშნა, რომ "მწვანე" ეკონომიკის განვითარების იდეა გულისხმობს საყოველთაო, სისტემურ მიდგომას და ვერ დაეფუძნება ცალკეული მეწარმის ენთუზიაზმს. "დილის საუბრების" სტუმარმა საკითხი განიხილა ევროინტეგრაციის ჭრილშიც და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციისთვისაც მეტ მნიშვნელობას იძენს "მწვანე" ეკონომიკის განვითარება, რადგან საბოლოო პროდუქტის ხარისხის გარდა მნიშვნელოვანია როგორი ხარისხის არის პროცესი, რის შედეგადაც მიიღება ის. საქართველოში მიმდინარე სადემონსტრაციო პროექტი არის ნაწილი ევროკავშირის პროგრამისა - "მწვანე ეკონომიკის განვითარება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში".

XS
SM
MD
LG