Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ანდღულაძე: "მაქვს ლეგიტიმური კითხვები, რომლებსაც დავსვამ"


6 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მამუკა ანდღულაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედია პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესსა და იმ კომისიის მუშაობაზე, რომელიც კანდიდატებს არჩევს. მამუკა ანდღულაძემ განმარტა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ძირითადი ფუნქციები და შესაბამისად შეაფასა ამ საბჭოს თითოეული წევრის შერჩევის მნიშვნელობა. მამუკა ანდღულაძე თვლის, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვინ იქნება სამეურვეო საბჭოს წევრი, მისი ღირებულებების თვალსაზრისით. მამუკა ანდღულაძემ ილაპარაკა აგრეთვე ბოლო ხანს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს სამეურვეო საბჭოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატის თაობაზე. კომისიის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს ჩატარდება. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, ბევრი რამით ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დევალვაცია, თუმცა, სწორედ ამ ფონზე კიდევ უფრო დიდ გამოწვევად თვლის ამ იდეის გადარჩენასა და განხორციელებას. მამუკა ანდღულაძემ ილაპარაკა ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ და იმ პრობლემების მიმართ, რაც ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობას და მუშაობას უკავშირდება.

მამუკა ანდღულაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:24:14 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG