Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: მარიამ ამაშუკელი და დიანა ლეჟავა


9 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: დიანა ლეჟავა და მარიამ ამაშუკელი, "სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის" წარმომადგენლები. მათ ილაპარაკეს გამოკვლევაზე - "განათლების ამონაგები, დასაქმების ბაზარი და შრომითი კმაყოფილება საქართველოში".

ნაშრომი ეხება სამ ძირითად საკითხს:

  • განათლების ინდივიდუალური ამონაგები
  • განათლების შესაბამისობა დასაქმების ბაზართან
  • შრომითი კმაყოფილება

ნაშრომი "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით მომზადდა და შეეხება საქართველოში განათლებისა და დასაქმების ურთიერთმიმართებას. გამოკვლევა ეხება სამ ძირითად საკითხს: განათლების ინდივიდუალური ამონაგები, განათლების შესაბამისობა დასაქმების ბაზართან და შრომითი კმაყოფილება. ნაშრომის თანაავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში არ ხდება იმის სისტემური კვლევა და შესაბამისად დაგეგმვა - კონკრეტულ პერიოდში რა სპეციალობებზეა მოთხოვნა ბაზარზე. გამოკვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 33%-ს აქვს ანაზღაურებადი სამუშაო.

დაქირავებით დასაქმებულებს შორის ყველაზე დიდი წილი (58%) მოდის უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე. სკოლის განათლებასთან შედარებით ბაკალავრის ხარისხი თითქმის სამჯერ ზრდის დასაქმების შესაძლებლობას, მაგისტრის ხარისხი კი - ხუთჯერ. ამასთან, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ფორმალური განათლების დონე არ განსაზღვრავს - მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების სფეროში დასაქმდება ადამიანი, თუ ისეთ ადგილზე, სადაც დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია.

  • დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ კაცების დასაქმების შანსი 1,5-ჯერ მაღალია ქალებისაზე და მათი ყოველთვიური საშუალო ანაზღაურება 55%-ით აღემატება ქალებისას.

"დილის საუბრების" სტუმრები ლაპარაკობენ "ცოდნის გაუფასურების" პრობლემაზე. ნაშრომში წაიკითხავთ, რომ დაუსაქმებელთა უფრო დიდი წილი უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტებზე მოდის, ვიდრე განათლების ყველაზე დაბალი საფეხურის მქონე რესპონდენტებზე.

გამოკვლევის საინტერესო ნაწილია "შრომით კმაყოფილება" და აღნიშნულია, რომ "არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში შრომით კმაყოფილებას არ განაპირობებს ავტონომიურობის განცდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში დასაქმებულთა უმრავლესობისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დამოუკიდებლად შეძლებს სამუშაო აქტივობების დაგეგმვას ან სამუშაო დროის განაწილებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG