Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ ბეგაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე


მარიამ ბეგაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე
please wait

No media source currently available

0:00 0:40:30 0:00

16 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ ბეგაძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტი, ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშზე მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ. ანგარიშში მიმოხილულია 2016 წლის მდგომარეობა მსოფლიოს 199 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. 15 აგვისტოს ანგარიშის პრეზენტაციისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა: „მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 80%-ს უწევს თავისი რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, ან მტრული დამოკიდებულების ატანა. სადაც რელიგიის თავისუფლებას არ იცავენ, ვიცით, რომ უფრო იოლად ვრცელდება დესტაბილიზაცია, ფეხს იკიდებს ადამიანის უფლებების დარღვევა და ძალადობრივი ექსტრემიზმი“. მარიამ ბეგაძემ ილაპარაკა ანგარიშის საქართველოს შესახებ ნაწილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2016 წელს საქართველოში გამოძიება მიმდინარეობდა სავარაუდოდ რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ 19 საქმეზე და იქვე წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ოფისი ხაზს უსვამენ ამ ტიპის დანაშაულების გამოძიების არაეფექტიანობას. მარიამ ბეგაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს დამოკიდებულებასა და ურთიერთობაზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღწერილია აგრეთვე ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

XS
SM
MD
LG