Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ქეთევან კრიალაშვილი და მათე გარდავა


სტუმრად ჩვენს ეთერში: ქეთევან კრიალაშვილი და მათე გარდავა
please wait

No media source currently available

0:00 0:43:32 0:00

29 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ მათე გარდავა, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტი, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი და ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. მათ ილაპარაკეს მიწის საკუთრების საკითხზე. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის კონტექსტში მიწის საკუთრების რეგულაციის საკითხზე მსჯელობა მეტად გააქტიურდა. ცვლილებების პროექტის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით: "მიწაზე, როგორ განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი". პარლამენტის თავმჯდომარემ საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესის კომენტირებისას განმარტა, რომ კონსტიტუციის პროექტში ჩანაწერის გარდა, მზადდება "სპეციალური კანონი, რომლითაც მოხდება ამ საკითხის რეგლამენტაცია ისე, რომ იყოს დაცული როგორც ეკონომიკური ინტერსები, ისე ეროვნული, სუვერენული ინტერესები". საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში სულ უფრო ხშირად გაისმის ფრაზა - "მიწა არ უნდა მიეყიდოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს!". რას ეფუძნება ეს პოზიცია და საჭიროა, თუ არა მიწის საკითხის ცალკე გამოყოფა საკუთრების მარეგულირებელ კანონმდებლობაში? რა კრიტერიუმებით უნდა წარიმართოს მსჯელობა მიწის საკუთრების საკითხზე? ამ საკითხებს განმარტავენ "დილის საუბრების" სტუმრები, რომლებიც თვლიან, რომ მიწა უნდა განკერძოვდეს. პრივატიზაცია შესძენს მას რეალურ ფასს:

გადმოწერა

XS
SM
MD
LG