Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მიხეილ ბენიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: მიხეილ ბენიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:43:19 0:00

11 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა არჩევნების თარიღის გამოცხადების პროცედურულ ხარვეზზე და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 7 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში წერია: "მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში მმართველ კოალიციაში მომხდარმა ცვლილებებმა გააჩინა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიის განახლების და გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიღწევის ახალი შესაძლებლობები. ამ რეალობის გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთშიც კი შესაძლებელია კონსტიტუციური ცვლილებების გარეშეც არსებულზე უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღება".

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG