Accessibility links

11 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ბოლო ფაზაზე.

მიხეილ ბენიძემ გამოთქვა იმედი, რომ ცვლილებებზე მუშაობის ბოლო ეტაპზე გამოსწორდება ხარვეზები, რომლებიც, მისი შეფასებით, დღეს არსებულ დოკუმენტშია. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა კომისიის მუშაობის პროცედურულ ხარვეზებზეც და თვლის, რომ ზოგიერთ საკითხზე უმჯობესი იქნებოდა კომისიის წევრების წინასწარ ინფორმირება, რაც მათ პროცესში უკეთესად მონაწილეობის საშუალებას მისცემდა. მიხეილ ბენიძე შეეხო რამდენიმე საკითხს, რომლებსაც მნიშვნელოვნად თვლის და ფიქრობს, რომ მომავალში, მათ შორის, ვენეციის კომისიასთან ლობირებით შესაძლებელი იქნება ახლანდელი ფორმულირებების გაუმჯობესება. ასეთ საკითხთა შორისაა: პრეზიდენტის არჩევის წესი, საარჩევნო სისტემის ცვლილება, ქორწინების დეფინიცია და ა.შ.. მიხეილ ბენიძის თქმით, ბევრი ინიციატივა სულაც არ მოდიოდა მმართველი პარტიისგან, არამედ ექსპერტებისგან და შემდეგ მას ეთანხმებოდნენ მმართველი ძალის წარმომადგენლები. ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი დღესაც, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მიწურულს, თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG