Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია ნაცვლიშვილი და ანი ლებანიძე ადამიანის უფლებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე


ნათია ნაცვლიშვილი და ანი ლებანიძე ადამიანის უფლებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:59 0:00

27 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ნათია ნაცვლიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე და ანი ლებანიძე, ACT-ს მკვლევარი. მათ ილაპარაკეს საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობასა და დამოკიდებულებაზე ადამიანის უფლებათა საკითხებისადმი. ამ თემაზე გამოკვლევა ჩაატარა "ანალიზისა და კონსულტაციის გუნდმა" (ACT) გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის პროექტების - "ადამიანის უფლებები ყველასთვის" და "მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში" - ფარგლებში. "დილის საუბრების" სტუმრებმა ილაპარაკეს პოზიტიურ დინამიკაზე და არსებულ გამოწვევებზე. გამოკითხული მოქალაქეების 64% თვლის, რომ ადამიანის უფლებები საქართველოში სრულად ან მეტნაკლებად დაცულია, 5 წლის წინ უფლებების დაცულობაზე ასეთივე აზრის არის გამოკითხულთა 48%, 10 წლის წინ უფლებების დაცულობაზე კი - 32%-მა გასცა დადებითი პასუხი. ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციისთვის ყველაზე სანდო წყაროდ გამოკითხულებმა ჟურნალისტები დაასახელეს, მეორე ადგილზე სახალხო დამცველია, მესამეზე - სამინისტროები, მეოთხეზე - ადვოკატები/კერძო იურისტები. ზოგადად, ადამიანის უფლებათა შესახებ ინფორმაციის წყარო გამოკითხულთა 88%-ისთვის არის ტელევიზია. მოსახლეობა თვლის, რომ ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები (27%) ირღვევა, მეორე ადგილზეა - სიცოცხლის უფლება (19%), მესამეზე - თანასწორობის უფლება (17%), მეოთხეზე - პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა (17%), მეხუთეზე - ცხოვრების ღირსეული პირობების უფლება (15%). ACT-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში არის უმცირესობათა უფლებების სეგმენტიც. ერთ-ერთი შეკითხვა შეეხება ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დარღვევას. გამოკითხული ქართველი რესპონდენტების 61% თვლის, რომ მუდმივად, ხშირად ან ზოგჯერ ირღვევა ეთნიკური უმცირესობების უფლებები. გამოკითხული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხოლოდ 39% თვლის ასე. აგრეთვე, უფრო მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანი რესპონდენტი თვლის, რომ ირღვევა სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა უფლებები, ვიდრე თავად სხვა აღმსარებლობის რესპონდენტები. ადამიანის უფლებების დამრღვევი ინსტიტუციების სიაში ლიდერობენ პარლამენტი და პროკურატურა, 10-10%-ით. მათ მოსდევს შსს (9%), საპატრულო პოლიცია (7%) და საერთო სასამართლოები (6%). გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (67%) ენდობა საპატრულო პოლიციას. სასამართლოს მიმართ ნდობას რაც შეეხება, ACT-ს გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 63% ენდობა (სრულად, ან უფრო ენდობა, ვიდრე არა) სასამართლოს. ევროკავშირი✖ ადამიანის უფლებები✖ გაეროს განვითარების პროგრამა✖ UNDP✖ ადამიანის უფლებების აღქმა✖ მოსახლეობის გამოკითხვა✖ EU✖ ACT✖ Add Tag

XS
SM
MD
LG