Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა ჩიტაძე ცხინვალის არჩევნებსა და სირიის საკითხზე


ნიკა ჩიტაძე ცხინვალის არჩევნებსა და სირიის საკითხზე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:27 0:00

10 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჩიტაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. გადაცემის პირველ ნაწილში ის გამოეხმაურა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს დე ფაქტო რესპუბლიკის სახელის შეცვლის შესახებ. ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ეს არჩევნები და რეფერენდუმი ვერაფერს ცვლის ვერც დე იურე და ვერც დე ფაქტო. რეფერენდუმს კი ის რუსეთის პროპაგანდის ნაწილად თვლის, იმ მითის გასამართლებლად, რომელიც, რუსეთის გათვლით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის რუსეთთან მიერთებას შეუწყობდა ხელს. ნიკა ჩიტაძემ ამ მითის გასაქარწყლებლად ილაპარაკა ისტორიულ ფაქტებზე, რაც წინააღმდეგობაშია რუსეთის პროპაგანდასთან. გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო სირიის საკითხს და აშშ-ის 7 აპრილის სამხედრო ოპერაციის გამაპირობებელ ფაქტორებზე საუბარს. ნიკა ჩიტაძის აზრით, ამერიკამ დაასრულა ობამას ადმინისტრაციის მიერ აღებული პაუზა, რაც გულისხმობდა სირიის საკითხში აქტიური ჩარევისგან თავის შეკავებას. პოლიტოლოგის აზრით, ამ ეტაპზე აშშ-ის და დასავლეთის ამოცანა უნდა იყოს, თუნდაც, ლიბიაში მიღებული გაკვეთილის გათვალისწინება - რომ ასადის ხელისუფლებიდან მოცილებამ უარესი რეალობა არ შექმნას ქვეყანაში. ამისათვის, ნიკა ჩიტაძის თქმით, მნიშვნელოვანია სირიის ზომიერი ოპოზიციის მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG