Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნიკოლოზ ლეგაშვილი და თამთა მიქელაძე


17 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნიკოლოზ ლეგაშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი, "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" გამგეობის თავმჯდომარე და თამთა მიქელაძე, ადამიანის უფლებების იურისტი, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი. მათ ილაპარაკეს 14 ივლისს თბილისში გამართული "ქართველთა მარშის" შესახებ, ამ მსვლელობისთვის მზადებისა და აქციის შემდგომი პროცესების შესახებ. "ძალიან სახიფათოა ასეთი მოქმედებები და ის ადამიანები, რომლებიც ორგანიზებას უკეთებენ ასეთ გამოსვლებს, გამოთქმებს, სიძულვილის ენას, თუ ძალადობისკენ მოუწოდებენ, ფაქტობრივად, ადამიანებს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ ასეთ მოწოდებებს გააჟღერებენ, სანამ ასეთ აქციებს დაგეგმავენ და სანამ ასეთ განწყობებს დანერგავენ საქართველოში", - ამბობს ნიკოლოზ ლეგაშვილი და იმედოვნებს, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ "ქართველთა მარშის" მოწოდებებს, გააცნობიერებენ რეალობას. თამთა მიქელაძე თვლის, რომ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ აქციის ორგანიზატორები და იდეოლოგები და მეორე მხრივ ქვეყანაში არსებული სოციალური საფუძველი: "და ეს გარჩევა მნიშვნელოვანია თვითონ აქციის მონაწილეებისთვის. დარწმუნებული ვარ, იქ მყოფი მოხუცებისთვის, ახალგაზრდებისთვის ის იმიჯები და ის აგრესია, ის იდეები, რომლებიც ბრეგაძეს ან კორკოტაშვილს გააჩნიათ, ნამდვილად მისაღები არ არის იმიტომ, რომ მსგავსი იმიჯი თვითონ ქართულ კულტურაშიც არ ეწერება", - ამბობს თამთა მიქელაძე. "დილის საუბრების" სტუმრები შენიშნავენ, რომ "ქართველთა მარშის" საფრთხეების ჩამონათვალში ნახსენები არ არის, მაგალითად, რუსეთი და ოკუპაცია, რაც აწმყოში არის რეალური და უპირატესი საფრთხე საქართველოსთვის. ისინი აგრეთვე განმარტავენ, რომ მოქალაქეობის და ეროვნების მიუხედავად დანაშაულისთვის ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი და არ შეიძლება ამა თუ იმ დანაშაულის ცალკეული ეროვნების მახასიათებლად წარმოჩენა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG