Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ლეგაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე


ნიკოლოზ ლეგაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:37:18 0:00

16 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკოლოზ ლეგაშვილი, "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" გამგეობის თავმჯდომარე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა აფგან მუხთარლის საქმეზე და ევროპარლამენტის 15 ივნისის რეზოლუციის მნიშვნელობაზე. ნიკოლოზ ლეგაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარები სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის - საერთაშორისო ორგანიზაციიდან მუდმივად იღებენ ინფორმაციას და რეზოლუციაში აისახა კიდეც. "საქართველო ფაქტობრივად ჩაბმული იყო ამ საკითხში. ეს ჩანს იქიდანაც, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს ფაქტობრივად. საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც აუცილებელია და რომელიც ეფექტიანი იქნება შედეგის მისაღებად, არ მიმდინარეობს. ყველა ფაქტი, რომელიც საჭიროა ერთი მთლიანი სურათის დასანახად, მეტყველებს იმაზე, რომ ორი სახელმწიფოს სპეცსამსახურები, თუ სახელმწიფოს რომელიღაც შტო, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში, შეთანხმებულად მოქმედებდნენ", - ამბობს ნიკოლოზ ლეგაშვილი. "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო არჩილ ჩოფიკაშვილი, აფგან მუხთარლის ადვოკატი, რომელმაც ილაპარაკა საქართველოში მიმდინარე გამოძიების პროცესზე და კითხვებზე, რომლებსაც ეს პროცესი წარმოშობს.

XS
SM
MD
LG