Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო ცუხიშვილი


13 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ცუხიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლებიც ინიცირებულია "საჯარო სამსახურის ბიუროს" მიერ და პარლამენტში 1 ივნისს შევიდა. "კანონი საჯარო სამსახურის შესახებ" 2015 წელს მიიღო პარლამენტმა და 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. კანონის ამოქმედება 1 ივლისისთვის გადაიდო. მანამდე გამოიცა მთავრობის რამდენიმე დადგენილება, რომელიც საჯარო სამსახურის მუშაობის სხვადასხვა საკითხს არეგულირებს. ნინო ცუხიშვილმა ეს დადგენილებებიც მიმოიხილა და ილაპარაკა როგორც კანონპროექტის, ისე დადგენილებების ხარვეზებზე. "კანონი საჯარო სამსახურის" შესახებ არის საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილი და ის ხელს უნდა უწყობდეს პირის პროფესიული შრომისა და კარიერული წინსვლის სტაბილურ და სამართლიან გარემოს, რომელზეც გავლენას არ უნდა ახდენდეს პოლიტიკური ცვლილებები და ინტერესები. ნიონ ცუხიშვილმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება საჯარო მოხელის შეფასების სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემის შექმნის აუცილებლობაზე, ილაპარაკა აგრეთვე რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG