Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: რატი კოჭლამაზაშვილი


3 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რატი კოჭლამაზაშვილი, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET)-ის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე. მან ილაპარაკა სოფლის მეურნეობის სფეროს მდგომარეობისა და საჭიროებათა კვლევის შესახებ. რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამკვეთი სოფლის მეურნეობაში გამოკვლევებზე არის "ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD). ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ISET-ის მკვლევართა ჯგუფი კოოპერატივებში გაერთიანებულ ფერმერებს საბაზრო ინფორმაციას აწვდის. რატი კოჭლამაზაშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საბაზრო ინფორმაციისთვის თვალის მიდევნებას იმისათვის, რომ შესაბამისად დაგეგმოს საქმიანობა და ჰქონდეს ინფორმაცია გასაღების გზების შესახებ. მკვლევარმა ილაპარაკა აგრეთვე ფერმერების განათლების საკითხზე, რაც აგრეთვე უნდა იყოს ეფექტიანი წარმოების საწინდარი. რატი კოჭლამაზაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში შინამეურნეობების უდიდესი ნაწილი თვითკმარია და ვერ ახერხებს წარმოების კომერციალიზაციას. "დილის საუბრების" სტუმარი შეეხო აგრეთვე სოფლის მეურნეობაში შხამქიმიკატების შეუზღუდავი და რიგ შემთხვევაში არაინფორმირებულად გამოყენების პრობლემას. რატი კოჭლამაზაშვილმა ილაპარაკა საქართველოში მასიურად წარმოებული ცალკეული კულტურის შესახებაც. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სახელმწიფოს როლს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშეწყობაში და სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის პრობლემას.

რატი კოჭლამაზაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:21 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG