Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: რევაზ აჭარაძე


20 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რევაზ აჭარაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადვოკატი. მან ილაპარაკა დეა გოშხეთელიანის საქმეზე. დეა გოშხეთელიანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. დეა გოშხეთელიანისა და მისი მამის მიმართ 2018 წლის 3 იანვარს ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და მოძალადე მისცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ძალადობაში ბრალდებული პირი პატიმრობაშია. პროცესი გრძელდება. ამის პარალელურად თებერვალში ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებმა დეა გოშხეთელიანის მიერ სოციალური ქსელის პირად გვერდზე გამოქვეყნებული მოსაზრებების გამო ორჯერ მიმართეს პოლიციას დეა გოშხეთელიანის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, რაც სამართალდამცავმა ორგანომ დააკმაყოფილა. საიას მიარ გავრცელებულ განცხადებაში წაიკითხავთ: "პოლიციელთა მიერ გამოცემული და, ცალკეულ შემთხვევებში, სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებული შემაკავებელი ორდერები, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ორდერის გამოცემა ეფუძნება არა მსხვერპლის ინტერესების დაცვას და მის მიმართ ძალადობის პრევენციის ინტერესს, არამედ საკითხს განიხილავს მისი სიმწვავისა და გენდერული პრობლემატიკის გააზრების გარეშე. ასეთი გადაწყვეტილებებით შემაკავებელი ორდერის ოპერატიული და რეალურ საჭიროებებზე მორგებული ფუნქცია კარგავს თავის მნიშვნელობას, ახდენს მსხვერპლის ხელახალ ვიქტიმიზაციას და ხელს უშლის მას სახელმწიფოში არსებული მექანიზმების ეფექტურად გამოყენებაში. ამგვარი მიდგომით სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას და ქალებისათვის არსებითი თანასწორობის მიღწევას". რევაზ აჭარაძემ ილაპარაკა ზოგად ტენდენციებზეც ოჯახში ძალადობის საქმეების წარმოებაში და საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებების ზეგავლენაზე.

რევაზ აჭარაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:24:07 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG