Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: შორენა ლორთქიფანიძე


19 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შორენა ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითა თემებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ყირიმის ანექსიის გამო. კონფერენციის პრეზიდენტმა ვოლფგანგ იშინგერმა ღონისძიების დასასრულს აღნიშნა, რომ მას ეგონა წლევანდელი კონფერენციის სახელწოდებას კითხვის ნიშანი მოშორდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა. წლევანდელი კონფერენციის წინსმწრებად კი გამოქვეყნდა მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიში - 2018, რომელიც ასეა დასათაურებული - "უფსკრულისკენ - უფსკრულიდან უკან?". ეს კითხვა ბევრისთვის დარჩა პასუხგაუცემელი და მათ შორის შორენა ლორთქიფანიძისთვისაც, რადგან მსოფლიოს წინაშე დღეს არსებულ არც ერთ გამოწვევას არ აქვს ერთი პასუხი და ერთი მარტივი გამოსავალი. შორენა ლორთქიფანიძემ ილაპარაკა ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის, ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოს კონტექსტში არსებულ გამოწვევებზეც.

შორენა ლორთქიფანიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:59:24 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG