Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: შოთა ბუჩუკური და თემურ ჯალიაშვილი


22 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ თემურ ჯალიაშვილი, "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" წარმომადგენელი და შოთა ბუჩუკური, "მთის განვითარების ცენტრის" წარმომადგენელი. თემურ ჯალიაშვილმა ილაპარაკა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო საქმიანობის მონიტორინგის მნიშვნელობაზე. მონიტორინგის გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს არასამთავრობო ორგანიზაციებმა 21 დეკემბერს გამართულ ფორუმზე. შეკრების ერთ-ერთი მონაწილე იყო შოთა ბუჩუკური, რომელმაც წარმოადგინა "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" ორგანული კანონის მოქმედების შუალედური შედეგების ანალიზი. "დილის საუბრებში" სტუმრობისას შოთა ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ კვლევის პროცესში თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია, ვისაც ეხება კანონის განხორციელება და აღმოჩნდა, რომ არც ერთი ახორციელებს მიმდინარე პროგრამების ანალიზს. კანონის ამოქმედებიდან 2 წელი გავიდა და მნიშვნელოვანია მისი ეფექტის შეფასება პრიორიტეტებისა და შესაბამისად, ბიუჯეტის სწორად დაგეგმვისთვის. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხელშეწყობის ხარჯები კი წლიდან-წლამდე იზრდება. შოთა ბუჩუკურმა თქვა ისიც, რომ არაეფექტიანი აღმოჩნდა მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები. გამოკვლევის ავტორი თვლის, რომ სახელმწიფომ უნდა გააანალიზოს სტატისტიკური ინფორმაცია იმისათვის, რომ სწორად შეაფასოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთა სოციალური და ეკონომიკური ხელშეწყობის რეალური ეფექტი.

Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG