Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა მელაშვილი ფემინისტურ ფესტივალზე


თამთა მელაშვილი ფემინისტურ ფესტივალზე
please wait

No media source currently available

0:00 0:40:46 0:00

4 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამთა მელაშვილი, მწერალი, გენდერის მკვლევარი. მან ილაპარაკა საქართველოში პირველ ფემინისტურ ფესტივალზე, რომელიც 5-7 აპრილს ქუთაისში გაიმართება. ამ ღონისძიებით აღინიშნება საქართველოში პირველი ფემინისტური გაზეთის "ხმა ქართველი ქალისა" პირველი ნომრის გამოსვლიდან 100 წლისთავი. ფესტივალის ორგანიზატორია "ქალთა ფონდი საქართველოში", მხარდამჭერები: გაეროს განვითარების პროგრამა, გლობალური ქალთა ფონდი და ჰოლანდიური ქალთა ფონდი "მამა ქეში". ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა თემაზე დისკუსიების გამართვა, გამოფენები, აგრეთვე ელექტრონული ჟურნალის "ხმა ქართველი ქალისა" პრეზენტაცია. დაგეგმილია ბიოლის ფონდისა და ქალთა ფონდის წიგნების პრეზენტაცია. თამთა მელაშვილმა ილაპარაკა ქართული ფემინიზმის ისტორიაზე, პირველი ფემინისტების როლსა და ღვაწლზე, მათი გამოცდილების მნიშვნელობაზე და ფემინიზმზე დღეს. ერთ-ერთი ღონისძიება იქნება ქუთაისის ფემინისტური ტური, რომელსაც თამთა მელაშვილი გაუძღვება და ქალაქის ცენტრში იმ ადგილებს დაათვალიერებინებს დამსწრეებს, რომლებიც უკავშირდება ფემინიზმის ისტორიას. ფესტივალი დასრულდება სპექტაკლით "შვიდი".

XS
SM
MD
LG