Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თათული თოდუა


სტუმრად ჩვენს ეთერში: თათული თოდუა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:26 0:00

11 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თათული თოდუა, სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი. მან ილაპარაკა ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნის საკითხზე. თათული თოდუამ განმარტა სახალხო დამცველის პოზიცია, გაიხსენა ამ საკითხზე მისი ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ისტორია და აღწერა დღეს არსებული უწყების - ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატი, როცა დამსაქმებლების ნებაზეა დამოკიდებული ჩაერთვებიან, თუ არა ინსპექტირების პროგრამაში. საწარმოში შესვლამდე ინსპექცია აფრთხილებს საწარმოს. რეკომენდაციების შესრულება არ არის სავალდებულო და ეს რეკომენდაციები არ არის საჯარო. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ილაპარაკა პრობლემებზე რასაც ქმნის არაეფექტიანი შრომის ინსპექტირების სისტემა. თათული თოდუამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ასეთი სისტემის არარსებობა ხელს უშლის კანონმდებლობაში უკვე არსებული პოზიციების აღსრულებასაც.

XS
SM
MD
LG