Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: თემურ ჩაჩანიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: თემურ ჩაჩანიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:36:40 0:00

1 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თემურ ჩაჩანიძე, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" რედაქტორი. მან ილაპარაკა შავ ზღვაში წვრთნის დროს ორი სამხედრო პირის - იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილი დაკარგვის ფაქტზე. თემურ ჩაჩანიძემ ილაპარაკა მსგავსი ღონისძიების სპეციფიკაზე და იმ ნაკლოვანებებზე, რაც, მისი ვარაუდით, ახლდა საქართველოში ჩატარებულ ამ ტიპის წვრთნას. თემურ ჩაჩანიძემ ხაზი გაუსვა სტანდარტებისა და წესების დაცვის მნიშვნელობასაც, რაც დიდწილად აზღვევს საზღვაო წვრთნაში მონაწილე სამხედროების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, შესაძლებელს ხდის სამაშველო ოპერაციის დაუყოვნებლივ განხორციელებას. "დილის საუბრების" სტუმრის შეფასებით, 16 აგვისტოს ტრაგედიის შემთხვევაში საქართველომ დღეები დაკარგა იმის გამო, რომ არ ჰქონდა ოპერატიული სამაშველო ოპერაციის განხორციელების საშუალება. თემურ ჩაჩანიძემ აღნიშნა, რომ სამხედრო ფლოტის არარსებობის გარდა, არ მუშაობს სამსახურები, რომლებიც აუცილებელია ზღვის შესწავლისა და წვრთნის (ასევე სამაშველო ოპერაციის) სწორად დაგეგმვისთვის. სამხედრო ექსპერტი განმარტავს, რომ მსგავსი წვრთნის დროს მსხვერპლისგან ბოლომდე დაზღვეული არც ის ქვეყნებია, სადაც ყველაფერი სტანდარტებისა და წესების დაცვით მიმდინარეობს, თუმცა, მათ აქვთ კრიტიკულ ვითარებაში მომენტალური რეაგირების საშუალებები და ყველაფერს აკეთებენ ადამიანის გადასარჩენად. "თავდაცვის სამინისტრომ უნდა თქვას სიმართლე - როგორ იყო, რანაირად იყო. ჭორებიც და ზედმეტი კითხვებიც ავტომატურად მოიხსნება შემდეგ", - ამბობს თემურ ჩაჩანიძე, რომელიც "დილის საუბრების" ეთერში აგრეთვე განმარტავს მსგავს შემთხვევებში ძებნის ოპერაციის შესაძლებლობებსა და სირთულეებს.

თემურ ჩაჩანიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:55 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG