Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თედო ჯაფარიძე: კონფლიქტების მოგვარების პრობლემას ახალი იდეები სჭირდება


გერმანია, ნატოსა და ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფო, ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ნოემბრის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციის პროექტში სადავო ჩანაწერის გაკეთებას - საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ. დიპლომატიური წყაროების აზრით, ამ ფორმულირების მიმართ გერმანიის პოზიცია, 24 სექტემბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ან შერბილდება, ან გამკაცრდება. აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე დღეს ბერლინში ჩავიდა და გერმანის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. დელეგაციაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საუბარი მერკელსა და კვირიკაშვილს შორის შეეხებოდა როგორც ევროკავშირში საქართველოს ადგილს, ისე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას და გერმანიის როლს ამ პრობლემის გადაჭრაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG