Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფასო სასადილოები სოფლების  უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელია


უფასო სასადილო
უფასო სასადილო

უფასო კვების სერვისით, რომელიც ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის არის შექმნილი, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ძირითადად მხოლოდ ქალაქად მცხოვრებნი სარგებლობენ. გადაადგილების პრობლემის გამო სოფელში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა ამ პროგრამაში ჩართვას ვერ ახერხებს. მუნიციპალიტეტებში არ აპირებენ გაჭირვებულთა ტრანსპორტირების პრობლემა მოაგვარონ.

გადმოწერა

უფასო კვების პროგრამა, რომელიც კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს, უმეტეს შეთხვევაში მხოლოდ ქალაქის მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი. ასეა გურჯაანშიც. აქ უფასო სასადილოთი ქალაქად მცხოვრებნი სარგებლობენ, ის კი, ვინც სოფლადაა, პროგრამაში ვერ ერთვება, რადგან ქალაქში ვერ დადის. გურჯაანის უფასო სასადილოს ხელმძღვანელი ზაზა ჯადუგიშვილი ამბობს, რომ სოფლების მოსახლეობისგან მოთხოვნა ნამდვილად არის, მაგრამ ვინაიდან სოციალურად გაჭირვებულებს სამგზავრო ფული არა აქვთ, ამ პროგრამით ვერ სარგებლბენ:

სასადილოში შორი სოფლიდან, ალბათ, ვერ ივლიან. რანაირად უნდა გაითვალოს, რომ სასადილო მოსახლეობასთან ახლოს იყოს, ეგც არ ვიცი. მე მაწვდიან სიას, რომელსაც მერია ადგენს. ჩემი საქმეა კვებითი მომსახურება.

„სოფლიდან რომ იარონ სასადილოში „მარშრუტკით“ ან ტაქსით, ფული არ აქვთ. ჩვენ კი იმის შესაძლებლობა არ გვაქვს, საკვები სახლებში დავურიგოთ. ბევრი სოფელი გურჯაანიდან საკმაოდ შორს არის“.

თითქმის იგივე პრობლემაა ლაგოდეხშიც, ერთი განსხვავებით: უფასო კვების ობიექტი ქალაქთან ერთად სოფელ აფენშიც მუშობს, სადაც 40-მდე ადამიანი ყოველდღიურად იკვებება, მაგრამ აფენის გარდა კიდევ 50-მდე სოფელია, რომლის მოსახლეობასაც, მგზავრობის პრობლემის გამო, სერვისზე ხელი არ მიუწვდება. უფასო სასადილოს ხელმძღვანელის თამილა მელითაურის თქმით, უფასოდ მგზავრობის უზრუნველყოფას ისინი ვერ შეძლებენ, მაგრამ თუ თვითმმართველობა გადაწყვეტილებას მიიღებს და პროგრამაში სხვა სოფლების მოსახლეობის ჩართვაც მოხერხდება, მზად არის სხვებსაც მოემსახუროს.

სასადილოში შორი სოფლიდან, ალბათ, ვერ ივლიან. რანაირად უნდა გაითვალოს, რომ სასადილო მოსახლეობასთან ახლოს იყოს, ეგც არ ვიცი. მე მაწვდიან სიას, რომელსაც მერია ადგენს. ჩემი საქმეა კვებითი მომსახურება“.

უფასო კვების ობიექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით მუშაობენ. სოფლებში ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანების ნაწილი უფასო კვების პროგრამით რომ ვერ სარგებლობს, იციან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაშიც. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი ნატო ბატიაშვილი იხსენებს გასულ წელს, როდესაც ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ტრანსპორტის გამოყოფა მოითხოვა, მაგრამ მისი მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილეს. ბატიაშვილისავე თქმით, ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობა უფასო სასადილოში ყოველდღე დადის:

ძალიან კარგ გარემოში ვართ. კარგი თანამშრომლები არიან. მოსული არა ვარ და რა მოგართვათო, მეუბნებიან. ამაზე მეტად სახლში მყოფი არ მოგექცევა. თუკი დაემატება თანხა, მინდა, რომ ნახევარი პურის ნაცვლად ერთი მთლიანი პური მოგვცენ.

„გასულ წელს ერთმა მოითხოვა, რომ იქნებ ტრანსპორტი გამოგვიყოთო, თუმცა მაგის საშუალება არ იყო იმ ეტაპზე . თუ მსურველი გამოჩნდება და თავად უზრუნველყოფს, რომ ყოველდღე იაროს სასადილოში, ჩვენიდან არანაირი პრობლემა არ იქნება. სასადილოში რამოდენიმე ადგილი გვაქვს რეზერვად“.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უფასოდ იკვებებიან, მომსახურების პირობებს არ უჩივიან, თუმცა ერთ-ერთი მათგანის, ლენა გოჩიტაშვილის, თქმით, უკეთესი იქნება, თუ დღეში ნახევრის ნაცვლად ერთ პურს მისცემენ:

„ძალიან კარგ გარემოში ვართ. კარგი თანამშრომლები არიან. მოსული არა ვარ და რა მოგართვათო, მეუბნებიან. ამაზე მეტად სახლში მყოფი არ მოგექცევა. თუკი დაემატება თანხა, მინდა, რომ ნახევარი პურის ნაცვლად ერთი მთლიანი პური მოგვცენ“.

უფასო კვების სერვისი, რომელიც ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის არის შექმნილი, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს და, საერთო ჯამში, 1500-მდე ადამიანი სარგებლობს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG