პატარა კახის ბეჭედზე:
„მე ფეხ განბანილთა მიერ ეკლესია ვადიდე“.
დედოფალ დარეჯანის:
„ვინ არის მიზეზი არსთა ფლობისა,
მან მცა წიაღი დედოფლობისა“.
მეფე გიორგი XII:
„სიმდაბლით ჩვენთვის გარდმოსულსა
იესოს ვაქებ ღმერთკაცსა სრულსა“.
იულონ ირაკლის ძის:
„ტომ სქესით არ ნაკლისაგან.
იულონ ირაკლისაგან“.
მეფის ძის ვახტანგის:
„ტომად იუდათ ბაგეთათ,
ვახტანგ ირაკლის ნაკვეთად“.
მეფე ერეკლეს რძლის ქეთევანისა:
„ვის დასჯა სოფლად მეთვისა
ქეთევან რძალი მეფისა“.
სარდალ ქაიხოსრო ორბელიანის:
„სარდალთ, სახლთ ხუცეს მეფისა
მდივან ბეგი ვარ მეფისა“.
მანანა ორბელიანისა:
„უდროოთ მზის დასვლით მაბნელა
სოფელმან ანაზდეულათ“.
ამილახვართ გვარისა:
„მეფისა მტრისა ლახვარი
ვამტკიცებ ამილახვარი“.
თ-დ ბაგრატიონ მუხრან ბატონისა:
„ერთი ღმერთი მწამს,
ერთი ბატონი
სარდალთ უხუცეს მუხრან-ბატონი“.
ქსნის ერისთავის იესეს აზარფეშაზე:
„ირაკლის მონა იესე
ვისი არს სასმისი ესე“.
კაცია დადიანის:
„დადიან იმრგვლივ ვარსკვლავნი ცისა,
გადრიკა ციაღი მზისა“.
დიმიტრი თუმანოვის:
„ვარდი მიტრიალებს გულს“.
მაია მუხრან ბატონის ასულის (პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ):
„სოფელმა იავრობითა
დამცა ყვავილი ზრობითა“.
მეორედ დაქორწილების შემდეგ მისივე ბეჭედზე ეწერა:
„სოფელო შენმა იამა
შენივე ნახვა იამა!“
ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.