Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მხატვრების "წარმოსახვითი ბაღები" ვენაში


ქართველი მხატვრების "წარმოსახვითი ბაღები" ვენაში
please wait

No media source currently available

0:00 0:15:29 0:00

13 სექტემბერს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო ირინა პოპიაშვილი, კურატორი, რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელია „პოპიაშვილი-ღვაბერიძე ფანჯრის პროექტისა“. პროექტი 2017 წლის 21 სექტემბრიდან, ერთი კვირის განმავლობაში, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობაში – „თანამედროვე ვენა“, რომელიც ყოველწლიურად იმართება და განსაკუთრებით ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ვიზუალურ ხელოვნებაზე. „პოპიაშვილი-ღვაბერიძე ფანჯრის პროექტი" ვენაში ოთხი მხატვრის ნამუშევრებით წარსდგება. ქართველი არტისტების – გიორგი ქოჩიაშვილის, ლევან ჭელიძისა და გოგა მაღლაკელიძის ნახატები ერთი სათაურის – „წარმოსახვითი ბაღების“ ქვეშ ერთიანდება. მათ გვერდით გამოიფინება ასევე, ამერიკელი ხელოვანის, ალინა ბლუმის ნამუშევრები. რამდენად არსებობს ინტერესი თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების მიმართ, რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ გალერისტებს, კურატორებსა და ხელოვანებს სახელმწიფოს მხრიდან და რომელ საინტერესო ტენდენციებს ქმნიან თანამედროვე არტისტები – ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

XS
SM
MD
LG