Accessibility links

კატალონიის პროვინციაში დაძაბულობა იზრდება


დამოუკიდებლობის მომხრეთა აქცია

ესპანეთში, კატალონიის პროვინციაში, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის წინ, რომელიც პირველ ოქტომბერს უნდა გაიმართოს, დაძაბულობა იზრდება. ესპანეთის ხელისუფლებმა კენჭისყრა უკანონოდ გამოაცხადეს და დააპატიმრეს რამდენიმე კატალონიელი ჩინოვნიკი, რომლებიც რეფერენდუმის მომზადებაში იყვნენ ჩაბმული.

კატალონიაში მღელვარებაა. ხალხი ქუჩაში გავიდა იმის ხმამაღლა სათქმელად, რომ უფლება აქვს ხმა მისცეს ესპანეთის ხელისუფლების მიერ აკრძალულ რეფერენდუმზე, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობას ეხება. ისინი ბარსელონაში უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ მას მერე, რაც პოლიციამ ათზე მეტი მაღალი რანგის კატალონიელი მოხელე დააკავა, რომლებიც რეფერენდუმის მომზადებაში იყვნენ ჩართული.

ესპანეთის ხელისუფლება არ სცემს პატივს დიალოგის ნებას და უხეშად ესხმის თავს კატალონიის საზოგადოებრივ ინსტიტუტებს.

თუ მართლა ზრუნავთ კატალონიელების უმრავლესობის კეთილდღეობაზე, ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტეთ რადიკალიზმისა და დაუმორჩილებლობის ესკალაცია. ჯერ კიდევ არის დრო, თავიდან ავიცილოთ დიდი პრობლემები...
არიონო რახოი

კატალონიას თავისი კულტურა და ენა აქვს. აქ ყოველ წელს იმართება აღლუმი 1714 წლის 11 სექტემბერს ბარსელონის ალყის დასრულების აღსანიშნავად. ალყის დასრულებას მოჰყვა კატალონიის ავტონომიის დაკარგვა.

წელს მილიონამდე ადამიანი გავიდა ქუჩაში, რათა აღენიშნა მორიგი წლისთავი და დამოუკიდებლობა მოეთხოვა. კატალონიის გამოყოფის შესახებ მოძრაობამ ძალა მოიკრიბა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. მას დამატებითი ძალა შესძინა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვათ კატალონიის ავტონომიის გაფართოებისთვის.

ესპანეთის ხელისუფლება რეფერენდუმის წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ მას უკანონო უწოდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიონო რახოიმ კატალონიის ლიდერებისგან მოითხოვა განზრახვაზე ხელი აეღოთ:

დამოუკიდებლობის მომხრეთა აქცია
დამოუკიდებლობის მომხრეთა აქცია

„თუ მართლა ზრუნავთ კატალონიელების უმრავლესობის კეთილდღეობაზე, ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტეთ რადიკალიზმისა და დაუმორჩილებლობის ესკალაცია. ჯერ კიდევ არის დრო, თავიდან ავიცილოთ დიდი პრობლემები. არავინ მოიგებს ამ დაძაბულობისგან, დაუმორჩილებლობის ამ ატმოსფეროსა და კანონიერებისა და სამართლიანობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობისგან“.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორნები დაიქირავა, რათა პოლიციელები ბარსელონაში განეთავსებინა და ჩაეშალა რეფერენდუმი. ნავსადგურის მუშებმა გაფიცვა გამოაცხადეს.

დიდი ხანია ვხედავ დამოუკიდებლობის მომხრეთა სულ უფრო მეტად რადიკალიზებას. მე მშვიდობიანი ადამიანი ვარ და ისინი ძალიან მაშინებენო...
ერთ-ერთი კატალონიელი

თუმცა მოსახლეობის ნაწილმა, რომელიც დამოუკიდებლობას არ ემხრობა, მხარი დაუჭირა პოლიციას. გამოკითხვებით, კატალონიელთა უმეტესობა რეფერენდუმს მხარს უჭერს, მაგრამ ხმას მისცემს ესპანეთის შემადგენლობაში კატალონიის დარჩენას.

„დიდი ხანია ვხედავ დამოუკიდებლობის მომხრეთა სულ უფრო მეტად რადიკალიზებას. მე მშვიდობიანი ადამიანი ვარ და ისინი ძალიან მაშინებენო“, - ამბობს ერთ-ერთი კატალონიელი.

თანდათანობით ახლოვდება რეფერენდუმის დღე. ესპანეთის პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ შეიძლება დააპატიმრონ კატალონიის პრეზიდენტი, კარლეს პუჩდემონი. უფრო ადრე პუჩდემონმა განაცხადა, დაპატიმრებები ვერ ჩაშლის რეფერენდუმსო:

„ვერ დავივიწყებთ ჩვენს ამხანაგებსა და მეგობრებს, რომლებიც დააპატიმრეს მხოლოდ იმიტომ, რომ ემსახურებოდნენ კატალონიელ ხალხს, მისი დავალების შესრულება სურდათ, მიეღოთ გადაწყვეტილება კატალონიის მომავლის შესახებ: არავის აქვს უფლება დააპატიმროს ისინი, ვინც სახალხო კენჭისყრას ესწრაფვის.

არავინ იცის, მოახერხებს თუ არა კატალონიის ხელისუფლება რეფერენდუმის ორგანიზებას და როგორ იმოქმედებს პოლიცია.

დაძაბულობა იზრდება, მაგრამ არც ერთი მხარე არ აპირებს დათმობაზე წასვლას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG