Accessibility links

არსებობს თუ არა მოწყობილობა, რომელიც ჩვენს დაბინძურებულ გარემოში ტყის ჯანსაღი ჰაერით მოგამარაგებთ და, შესაბამისად, სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ? პასუხია - არა. Treepex-მოწყობილობა, რომელმაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი აალაპარაკა, სინამდვილეში არ არსებობს. ეს არის „ტყუილი“, რომელიც ბუნებაზე ზრუნვის მასშტაბურ მიზნებს ემსახურება. ახალი მწვანე ტექნოლოგიების ძიების პროცესში სტარტაპ „Treepex“-ის დამფუძნებლებმა ნიუ-იორკისკენ აიღეს გეზი. გლობალურ პროცესებში ჩართვით, გაჩნდა შანსი იმისა, რომ 2008 და 2017 წლების აგვისტოს ხანძრებით გადამწვარ ბორჯომის ხეობაში ნერგები ამერიკელებმაც დარგონ. „Treepex“-ი ამისათვის ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებს. პარალელურად, ბორჯომის ხეობაში ტყის ხელახლა გასაშენებლად თანხების შეგროვება საქართველოშიც გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG