Accessibility links

კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის დროს დაშვებული ხარვეზები ნელ-ნელა თავს იჩენს


კოსტავას გამზირის რესტავრირებულ შენობებზე კვლავ ხარაჩოები დგას

ორი წლის წინ კოსტავას გამზირის რესტავრირებულ შენობებზე კვლავ ხარაჩოები დგას. საქმე ისაა, რომ აივნებიდან და შეღებილი კედლებიდან ბათქაში ცვივა. სამუშაოები კომპანია „დაგმა“ ორი დღის წინ დაიწყო.

Direct link

„ეს ძველი აივნებია. ისინი ჯერ უნდა დაინგრეს და შემდეგ ხელახლა გაკეთდეს. კედლების რემონტიც შეუძლებელია, ბათქაშს ვერ იჭერს“, ამბობს ამრასთან მეხთიევი, კომპანია „დაგის“ სამუშაოთა მწარმოებელი.

დაზიანებული აივანი კოსტავას გამზირზე
დაზიანებული აივანი კოსტავას გამზირზე

​არადა, „დაგმა“ კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია ორი წლის წინ დაასრულა. სამუშაოთა ხარისხი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეამოწმა და დადებითი დასკვნა გასცა. მერიამაც განხორციელებული პროექტი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს და ადგილობრივ ბიუჯეტს 4 მილიონ 300 ათასი ლარი დაუჯდა, შენიშვნების გარეშე ჩაიბარა და ეს, იმის მიუხედავად, რომ რეაბილიტაციის პროცესი ტენდერით გათვალისწინებულ ვადებს თითქმის 7 თვით გასცდა.

ხელშეკრულებაში ცალსახად არის ჩაწერილი, რომ საგარანტიო ვადა ჰქონდა მითითებული ხუთი წელი. თუ ამ პერიოდში დაზიანდებოდა რაიმე ან იქნებოდა შემჩნეული, საკუთარი სახსრებით, უსასყიდლოდ უნდა აღმოეფხვრა შემსრულებელ კომპანიას...
ალექსანდრე ნავროზაშვილი

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მაშინდელი უფროსი, ალექსანდრე ნავროზაშვილი, რომელიც გასული წლის დეკემბერში სამსახურიდან გაუშვეს, ამბობს, რომ ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა ხუთი წლით განისაზღვრა:

„ხელშეკრულებაში ცალსახად არის ჩაწერილი, რომ საგარანტიო ვადა ჰქონდა მითითებული ხუთი წელი. თუ ამ პერიოდში დაზიანდებოდა რაიმე ან იქნებოდა შემჩნეული, საკუთარი სახსრებით, უსასყიდლოდ უნდა აღმოეფხვრა შემსრულებელ კომპანიას... იყო ერთი-ორი შემთხვევა ეგეთი, როცა მე ჯერ კიდევ ვიყავი სამსახურის უფროსი, და მაშინ ჩვენ ვაცნობეთ, ჩამოვიდნენ და ის ხარვეზები შეასწორეს“.

კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია თავის დროზე ფართოდ იყო რეკლამირებული. რუსთავის მაშინდელი მერი, დავით ჯიქია, პროექტს საკუთარი მოღვაწეობის მთავარ მიღწევადაც მიიჩნევდა.

კოსტავას გამზირი
კოსტავას გამზირი

„სერიოზული რაღაც ობიექტი როცა კეთდება, ჯდება 15, 20, 30, 40, 50 მილიონი და ჩვენს შემთხვევაში 4,3 მილიონი დაჯდა ეს პროექტი. და თუკი ავიღებთ და ვნახავთ, რა თანხა დაიხარჯა, არ არის ცუდად გაკეთებული“, ამბობდა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ჯიქია, თუმცა თავად გამზირის მცხოვრებნი შენობების რესტავრაციის ხარისხსა და გზის საფარს იწუნებენ.

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კომპანია „დაგს“ ათი დღის ვადა მიეცა დაზიანებული აივნებისა და ფასადების შესაკეთებლად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG