რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს არ დაურღვევიათ ფრენის საერთაშორისო წესები.
ამის შესახებ რუსეთის სამხედრო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა 14 აპრილს განაცხადა, აშშ-ის თავდაცვის უწყების ბრალდების პასუხად, რომ რუსეთის ორმა ავიაგამანადგურებელმა აგრესიულად გადაუფრინეს აშშ-ის საესკადრო ნაღმოსანს და თავდასხმის სიმულაცია გაკეთეს რუსეთის სანაპიროსთან, საერთაშორისო წყლებში. რუსეთის „სუ-24-ის“ ტიპის თვითმფრინავები არ იყვნენ შეიარაღებული 12 აპრილის ინციდენტის დროს, მაგრამ ისე ახლოს ჩაუფრინეს აშშ-ის გამანადგურებელს, რომ წყალზე ტალღები გაჩნდა. ამავე ცნობით, რუსეთის „კა 27-ის,„ჰელიქსის“, ტიპის შვეულმფრენმა შვიდჯერ შემოუარა ნაღმოსან „დონალდ კუკს“ და სურათები გადაუღო. „დონალდ“ კუკმა 11 აპრილს დატოვა პოლონეთის გდინიას ნავსადგური და ბალტიის ზღვაში იმყოფება. ნაღმოსანს მსგავსი 2014 წელსაც შეემთხვა შავ ზღვაში.