ოჯახი არ იზიარებს გამოძიების წინასწარ ვერსიას, რომ 16 წლის პატიმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საუბარია ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში 7 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე, როცა არასრულწლოვანი საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი სხვა პატიმრებმა მოკლეს. რა პოზიცია აქვს სასჯელაღსრულების სამინისტროს და სათანადოდ იყო თუ არა დაცული უსაფრთხოება პატიმრისა, რომელსაც გარკვეული პირები ემუქრებოდნენ?
ქუთაისის ციხის სამარტოო საკანში არასრულწლოვანმა, რომელიც საპატიმროში მხოლოდ ერთი დღის შეყვანილი იყო და სულ მალე გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო, თავი, სავარაუდოდ, ზეწრით ჩამოიხრჩო - ასეთია სასჯელაღსრულების სამინისტროს წინასწარი ვერსია, რომელსაც არ იზიარებს გარდაცვლილის მამა - დავით ძველაია. ”ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი არის ჯერ მოკლული, ხოლო შემდეგ - ჩამოკიდებული”, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
დავით ძველაია ვარაუდობს, რომ შვილი მას სწორედ იმ პირმა მოუკლა, რომელსაც ”ქურდობა უნდოდა”, საპატიმროში ავტორიტეტით სარგებლობდა და რომელიც გარდაცვლილს ადრე მომხდარი უსიამოვნების გამო ემუქრებოდა.
იმას, რომ არასრულწლოვან პატიმარს, რომლისთვისაც ეს მესამე დაკავება იყო, მართლაც ჰქონდა პრობლემები ციხეში მყოფ სხვა პატიმრებთან, არ გამორიცხავს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, თუმცა, როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, განცხადებაში, რომლითაც პატიმარმა სამარტოო საკანში განთავსება მოითხოვა, არაფერი იყო ნათქვამი მუქარაზე. როგორც ირკვევა, ეჭვები თავისთავად არც განმარტოების სურვილს გამოუწვევია:
”მე წაკითხული მაქვს მისი განცხადება და იქ ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ის ითხოვს ცალკე საკანში ყოფნას, რადგან არ უნდა სხვებთან ერთად ყოფნა... როდესაც ადამიანი ელოდება, რომ ის შეიძლება მალე გათავისუფლდეს, ეს გასაგებიც არის... თუკი რამდენიმე დღე უნდა იყოს და ელოდება, რომ ოჯახი გირაოს გადაიხდის, შეიძლება არ უნდოდეს ბევრ ადამიანთან ყოფნა... როცა გრძელვადიანი დარჩენა უწევს, მაშინ სხვა განწყობით არის”.
სოზარ სუბარი უსამართლოდ მიიჩნევს პარალელის გავლებას პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტთან და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თავიდანვე ნათელი იყო, რომ პატიმარი კორტავა გეგუთის კოლონიაში სხვა პატიმრების მხრიდან ცემას შეეწირა და რომ ადმინისტრაციის თანამშრომელთა პასუხისმგებლობაც იკვეთებოდა, რაც შემდეგ გამოძიებამაც დაადასტურა.
რაც შეეხება 16 წლის სენაკელი ახალგაზრდის მკვლელობას, წინასწარი დასკვნით, ეს სუიციდია, მაგრამ სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, ის მაინც არაფერს ამტკიცებს და საბოლოო სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას. საქმის გამოძიებას ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს.
თუკი მართლაც თვითმკვლელობასთან გვაქვს საქმე, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ ან რამ მიიყვანა არასრულწლოვანი პატიმარი ასეთ გადაწყვეტილებამდე, ეუბნება რადიო თავისუფლებას ყოფილი სახალხო დამცველი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი ტუღუში, რომლის აზრითაც, გამოძიებას კიდევ არაერთ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა და, მათ შორის, იმის დადგენაც, რატომ ითხოვდა პატიმარი განცალკევებას და იყო თუ არა ადმინისტრაციის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება მისი ამგვარი თხოვნის დაკმაყოფილება. გიორგი ტუღუში არ გამორიცხავს, რომ არასრულწლოვანი პატიმრის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მთელი რიგი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს.
ზოგადი პასუხისგების ტვირთს სისტემა ვერ გაექცევა, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე. ერთადერთი გამოსავალი კი, რაც ამ ეტაპზე არსებობს, მისი აზრით, საფუძვლიანი და ობიექტური გამოძიებაა, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი შეკითხვები. საია თავად აპირებს საქმის შესწავლას და ამ მიზნით ორგანიზაციის წარმომადგენლები, პატიმრის ოჯახის გარდა, ყველა იმ წყაროს შეხვდებიან, რომლებიც, სავარაუდოდ, ფლობენ ინფორმაციას. თუმცა აქვეა მისწრაფება მონიტორინგის მექანიზმის დახვეწისკენ, რაზეც საია აქტიურ მუშაობას ახალი ხელისუფლების პირობებშიც განაგრძობს.
”ზოგადად იმ იდეის წინააღმდეგი, როგორც აღმოჩნდა, არავინ არ არის, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგი უნდა არსებობდეს; უბრალოდ, ჩვენ ახლა ვცდილობთ შევაჯეროთ პოზიციები, თუ როგორი უნდა იყოს მონიტორინგის მექანიზმი. და ზუსტად ჩვენ პარასკევს გვაქვს სამუშაო შეხვედრა, სადაც ვაპირებთ ამ საკითხების განხილვას დაინტერესებულ პირებთან. სიმართლე გითხრათ, ეს არის ჩვენი ორგანიზაციის ინტერესი და ვაწარმოებთ საკმაოდ აქტიურ მოლაპარაკებებს ამ კუთხით და აქტიურად ვახდენთ ინიცირებას ამ საკითხის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა ფოფხაძემ.
უფლებადამცველების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ციხის ცნობილი კადრების გამოქვეყნების შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში ადმინისტრაციის მხრიდან წამების ფაქტები შემცირდა, თუმცა, სავარაუდოდ, გაიზარდა ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის ზეგავლენა და პატიმრების ხელით ანგარიშსწორების შესაძლებლობები. როგორც სოზარ სუბარმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სასჯელაღსრულების სისტემა მაქსიმალურად ცდილობს აღკვეთოს ძალადობის ყველანაირი გამოვლინება, მაგრამ დახურულ სივრცეში, ისევე როგორც გარეთ, ადამიანები არაფრისგან არიან დაზღვეული:
”თუ გამოვრიცხავთ, რომ სადმე არ ხდება ძალადობა ადამიანებს შორის, მაშინ არ მოხდება ციხეშიც... მაგრამ თუ სადმე ხდება, ციხეშიც ვერ გამორიცხავ ამას... ამწუთას ციხეშია 600-მდე ადამიანი, რომელიც მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. ამასთან, 9 ათასიდან 7 ათასი ადამიანი დანაშაულის განმეორების გამოა ციხეში და თქვენ გინდათ თქვათ, რომ მათ შორის არ იქნება არანაირი რეციდივი ან მათ შორის არ იქნებიან ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები? ცხადია, ამის შანსი არ არსებობს”.
სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარების გაუმჯობესების დასტურად სასჯელაღსრულების სამინისტრო სტატისტიკურ მონაცემებს გვთავაზობს. სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 1 იანვრიდან 7 ოქტომბრის შუალედში დაფიქსირდა სიკვდილიანობის 18 ფაქტი, საიდანაც 3 შემთხვევა სუიციდია; 2012 წელს პატიმართა სიკვდილიანობის შემთხვევათა რიცხვი 67 იყო, საიდანაც თვითმკვლელობა 4 შემთხვევაში გამოვლინდა; 2011 წელს აღირიცხა 140 პატიმრის გარდაცვალება, საიდანაც 6 სუიციდზე მოდის; 2010 წელს კი 144 პატიმარი გარდაიცვალა, აქედან თვითმკვლელობა იყო 6 შემთხვევაში.
ქუთაისის ციხის სამარტოო საკანში არასრულწლოვანმა, რომელიც საპატიმროში მხოლოდ ერთი დღის შეყვანილი იყო და სულ მალე გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო, თავი, სავარაუდოდ, ზეწრით ჩამოიხრჩო - ასეთია სასჯელაღსრულების სამინისტროს წინასწარი ვერსია, რომელსაც არ იზიარებს გარდაცვლილის მამა - დავით ძველაია. ”ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი არის ჯერ მოკლული, ხოლო შემდეგ - ჩამოკიდებული”, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
დავით ძველაია ვარაუდობს, რომ შვილი მას სწორედ იმ პირმა მოუკლა, რომელსაც ”ქურდობა უნდოდა”, საპატიმროში ავტორიტეტით სარგებლობდა და რომელიც გარდაცვლილს ადრე მომხდარი უსიამოვნების გამო ემუქრებოდა.
იმას, რომ არასრულწლოვან პატიმარს, რომლისთვისაც ეს მესამე დაკავება იყო, მართლაც ჰქონდა პრობლემები ციხეში მყოფ სხვა პატიმრებთან, არ გამორიცხავს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, თუმცა, როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, განცხადებაში, რომლითაც პატიმარმა სამარტოო საკანში განთავსება მოითხოვა, არაფერი იყო ნათქვამი მუქარაზე. როგორც ირკვევა, ეჭვები თავისთავად არც განმარტოების სურვილს გამოუწვევია:
”მე წაკითხული მაქვს მისი განცხადება და იქ ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ის ითხოვს ცალკე საკანში ყოფნას, რადგან არ უნდა სხვებთან ერთად ყოფნა... როდესაც ადამიანი ელოდება, რომ ის შეიძლება მალე გათავისუფლდეს, ეს გასაგებიც არის... თუკი რამდენიმე დღე უნდა იყოს და ელოდება, რომ ოჯახი გირაოს გადაიხდის, შეიძლება არ უნდოდეს ბევრ ადამიანთან ყოფნა... როცა გრძელვადიანი დარჩენა უწევს, მაშინ სხვა განწყობით არის”.
სოზარ სუბარი უსამართლოდ მიიჩნევს პარალელის გავლებას პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტთან და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თავიდანვე ნათელი იყო, რომ პატიმარი კორტავა გეგუთის კოლონიაში სხვა პატიმრების მხრიდან ცემას შეეწირა და რომ ადმინისტრაციის თანამშრომელთა პასუხისმგებლობაც იკვეთებოდა, რაც შემდეგ გამოძიებამაც დაადასტურა.
რაც შეეხება 16 წლის სენაკელი ახალგაზრდის მკვლელობას, წინასწარი დასკვნით, ეს სუიციდია, მაგრამ სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, ის მაინც არაფერს ამტკიცებს და საბოლოო სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას. საქმის გამოძიებას ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს.
ზოგადად იმ იდეის წინააღმდეგი, როგორც აღმოჩნდა, არავინ არ არის, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგი უნდა არსებობდეს; უბრალოდ, ჩვენ ახლა ვცდილობთ შევაჯეროთ პოზიციები, თუ როგორი უნდა იყოს მონიტორინგის მექანიზმი. და ზუსტად ჩვენ პარასკევს გვაქვს სამუშაო შეხვედრა, სადაც ვაპირებთ ამ საკითხების განხილვას დაინტერესებულ პირებთან...ეკა ფოფხაძე