Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში მიწა გაძვირდა


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის მასშტაბით არსებულ სამივე ტერიტორიულ ზონაში მიწა გაძვირდა. გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები, რომლებიც ამბობენ, რომ მიწის ფასის გაზრდა დასაბუთებული არ არის.

ქუთაისში მიწა გაძვირდა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:52 0:00
გადმოწერა

ოცწლიანი აქტიურობა პოლიტიკური თანასწორობის მისაღწევად

  • ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკური თანასწორობის მისაღწევად აქტიურობა საქართველოში 20 წელზე მეტია გრძელდება.
  • წლების მანძილზე საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, სულ 7 საკანონმდებლო ინიციატივა შეიქმნა.
  • გენდერული კვოტირების ორი პროექტი სახელმწიფოს უწყებებმა მოამზადეს, ხუთი კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა;
  • მცდელობების მიუხედავად, კანონპროექტები კანონებად ვერ იქცა.

ქუთაისის ყველა ზონაში ფასის 5-7 %-ით გაზრდას რეალობასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ მერაბ მეშველიანი. მისი განცხადებით, ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობა დაეთანხმა, ბიზნესს დააზარალებს. მერაბ მეშველიანის აზრით, მძიმე ეკონომიკურ პირობებში ფასის გაზრდა მიწის ნაკვეთების გაყიდვას შეაფერხებს.

ქუთაისის მასშტაბით 1 კვადრატული მეტრი მიწის ფასის 5-7 %-ით გაზრდა მიუღებელია საკრებულოს წევრისთვის „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი უკლებასთვის. მისი განცხადებით, მიწა ბიუჯეტის შევსების მიზნით გააძვირეს, რადგან შემოსავლების ნაწილში ქუთაისის ბიუჯეტს დანაკლისი აქვს.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებას, რომ მიწის გაძვირება ბიზნესს პრობლემას შეუქმნის, არ ეთანხმება ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი. მისი ინფორმაციით, მიწის შეძენისა და იჯარით აღების მოთხოვნით სამსახურს ყოველდღიურად მიმართავს ათამდე ფიზიკური და იურიდიული პირი. გიორგობიანისავე განცხადებით, მიწის ფასის გაზრდის გადაწყვეტილება გასული წლების მონაცემების გაანალიზების საფუძველზე მიიღეს.

ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს თანხმობით მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, ქალაქის პირველ ზონაში 1 კვადრატული მიწის ფასი 190 ლარია, მეორე ზონაში –135 და მესამეში - 68 ლარი. ქუთაისის პირველ ტერიტორიულ ზონად მიჩნეულია ქალაქის ცენტრალური ქუჩები და გამზირები ორივე მხარის განაშენიანებით, მეორე, შუალედური ზონის საზღვრებში მოქცეულია ქალაქის ის ნაწილი, რომელიც ცენტრალურ უბნებს ესაზღვრება, მესამე ზონად კი მიჩნეულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც ქალაქის პერიფერიულ უბნებში მდებარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG